სიცილიელი იტალიური წარმოშობის ამერიკელი მწერლის , მარიო პიუზოს კრიმინალური დრამაა.წიგნის ორიგინალი 1984 წელს , გამომცემლობა Random House-ის მიერ გამოიცა და წარმოადგენს მწერლის ყველაზე ცნობილი რომანის , ნათლიის სერიის გაგრძელებას.
წიგნში მოქმედებები ხდება სიცილიაში 1940-იან წლებში, მუსოლინის მმართველობის ბოლოს და მოგვითხრობს იტალიის სახალხო გმირის, სალვატორე ჯულიანოს ცხოვრებაზე, რომელიც უბრალო გლეხიდან პოპულარულ კერპად იქცა სიცილიელი ხალხისთვის.
ამ დროს მაიკლ კორლეონეს გადასახლების პერიოდი სიცილიაში დასასრულს უახლოვდება. ნათლია მაიკლს აძლევს ბრძანებას, ახალგაზრდა ბანდიტი სალვატორე ჯულიანო ამერიკაში დააბრუნოს, მაგრამ ჯულიანო ძალადობის სისხლიან ქსელშია გახვეული. აქ, სიცილიაში, ჯულიანო თანამედროვე რობინ ჰუდია, რომელიც კორუფციას აუმხედრდა. ახლა მაიკლ კორლეონეს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან საშიში სიცილიელი ლეგენდის, სალვატორე ჯულიანოს, ჩრდილქვეშაა დარჩენილი.მარიო პიუზო 1920 წლის 15 ოქტომბერს ნიუ-იორკში დაიბადა.
საშუალო გადანთლება ნიუ ორკის სოციალური კვლევის ახალ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა გააგრძელა კოლუმბიის უნივერსიტეტში. მისი ახალგაზრდობა დაემთხვა II მსოფლიო ომის წლებს, რომლის დროსაც იგი მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებში. 20 წლის მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებებში ამერიკასა და სხვადასხვა ქვეყნებში.1963 წლიდან კი მუშაობა დაიწყო შტატგარეშე ჟურნალისტად.
მწერალმა პირველი ნაწარმოები „წყვდიადის არენა“ 1955 წელს გამოაქვეყნა, რომელიც აღწერდა ომის შემდგომი გერმანიის ცხოვრებას. შემდგომი რომანი იყო „ბედნიერი ფურცელი“ რომელიც ასახავდა იტალიელი ემიგრანტების მძიმე ცხოვრებას ამერიკაში „დიდი დეპრესიის“ დროს.
თუმცა მწერალს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა „ნათლიამ“. ამ ნაწარმოების დაწერის იდეა თვითონ მარიო პიუზოს ეკუთვნის მაგრამ მის გამოქვეყნებაში მისი მეგობარი ბენი ბრიუსი დაეხმარა, რომელმაც მწერალი რედაქტორს შეახვედრა, მწერალმა რედაქტორს მხოლოდ იდეა გააცნო რაშიც მან ავანსის სახით 5000 დოლარი მიიღო.1970-იან წლებში „ნათლია“ მსოფლიო ბესტსელერად იქცა, რამაც მწერალს, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე ლიტერატურულ სამყაროში დიდი წარმატება მოუტანა.
1972 წელს ამერიკელმა კინოეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ გადაიღო მხატვრული ფილმი „ნათლია“ მარიო პიუზოს სცენარით, რომელშიც მონაწილეობენ მარლონ ბრანდო, ალ პაჩინო და სხვა მსახიობები.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2019 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.