„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით 79-ი ხმით მიიღო. მხარდაჭერილი ცვლილებით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი ჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნება შესაძლებელი. დღემდე, პოლიტიკური გაერთიანების არსებობის შეწყვეტა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო, ახლა კი ასეთი უფლება ანტიკორუფციულ ბიუროსაც ექნება. ოპოზიცია ამ რეფორმას აკრიტიკებს და არ გამორიცხავს, რომ ახალი კანონს, პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებენ. მათივე თქმით, ბიურო ვერ იქნება დამოუკიდებელი, რადგან მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ირჩევს.