ოპოზიციურმა პაარტიებმა წინასაარჩევნო სამზადისი დაიწყეს. ნიკა მელიამ საკუთარი პარტიის ნომრად 4, ხოლო მთავარ მიზნად არჩევნებში გამარჯვება დაასახელა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი კოალიციის და გაერთიანების საჭირობაზე საუბრობს, ნაწილი კი 2024 წლის ოქტომბერში ინდივიდუალურ ბრძოლას აანონსებს, ოპონენტების განცხადებებს სახელისუფლებო გუნდი პასუხობს. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ რომ პოლიტიკური პარტიები ნაციონალური მოძრაოობისგან ფსევდო გამიჯვნას მიზანმიმართულად ცდილობენ, თუმცა მათივე განმარტებით საზოგადოების მხარდაჭერა ოპოზიციას მაინც არ აქვს.