„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით 79 ხმით მიიღო. მხარდაჭერილი ცვლილებით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. ასევე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნება შესაძლებელი. მმართველი გუნდის ოპონენტები ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ ცვლილებებს აკრტიკებენ და ამბობენ, რომ ბიუროს ხელმძღვანელი არათუ პრემიერ-მინისტრმა არამედ პარლმანეტმა უნდა აირჩიოს. თავისმხირვ ქართულ ოცნებაში კი ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ. მათივე თქმით, ყველა ცვლილება ესადაგება 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.