საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის ნაწილი გასაღების მიზნით თბილისის ზღვის მიმდებარედ, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსა, ხოლო ნაწილი, თბილისიდან რუსთავში გადაზიდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 მარტს დააკავეს. მას 10-იდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება