სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ უმასპინძლა. საქართველოსა და სომხეთის საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა, ოფიციალურ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტსა და საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისათვის მზაობა გამოთქვეს.