ევროპარლამენტის რეზოლუციას სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებაც არის საუბარი, პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ორგანიზაციის ინიციატივაა. მისივე განმარტებით, ევროპარლამენტარებს საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა შეუძლიათ. ჰერჩინსკის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მისი, როგორც პატიმრისა და სასამართლოში ბრალდებულის ყველა უფლება დაიცვას.