პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოში ისლანდიის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დღეს ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა და ისლანდიის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ისლანდიის ბიზნესშეხვედრაში, სადაც მათ ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისლანდიის დელეგაციის წევრებს საქართველოს ზოგადი ეკონომიკური სურათი და მიმდინარე მაჩვენებლები გააცნო. ლევან დავითაშვილმა მთავარი აქცენტი ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალსა და ამ მხრივ ისლანდიასთან თანამშრომლობის, მათ შორის საინვესტიციო პარტნიორობის შესაძლებლობებზე გააკეთა.