2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციურმა პარტიებმა მზადება დაიწყეს. ნიკა მელიამ საკუთარი პარტიის ნომრად 4 დაასახელა. ამ დრომდე უცნობია გაერთიანდება თუ არა მელიას გუნდი რომელიმე სხვა ოპოზიციურ პარტიასთან. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბარიერის გადასალახად ერთობა მნიშვნელოვანია, მეორე ნაწილი კი განმარტავს, რომ 2024 წელს ინდივიდუალური ძალებით აპირებს გამარჯვებისთვის ბრძოლას.