რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდბა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ქვეყნის 8 ოლქში, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 38 დრონი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, 6 მარტის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით ჯამში ხუთი S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 42 დრონი გაუშვეს. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, ოკუპანტებმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 106 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ქვეყანას თავს 154-ჯერ დაესხნენ. ფრონტის ხაზზე ჯამში 86 საბრძოლო შეტაკება მოხდა.