საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუბრისას განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესების კუთხით არსებულ მიღწევებსა და გადასადგმელ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. კონფერენციის პირველ დღეს, მონაწილეებმა უმაღლესი განათლების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს, მეორე დღე კი ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით არსებული შედეგების განხილვას ეთმობა .