პირველად საქართველოში გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც 6-7 აპრილს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება. ჩემპიონატში 21 წლამდე სპორტსმენები იასპარეზებენ. სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1997 წელს იტალიაში ჩატარდა. შემდეგ ღონისძიების მასპინძლები იყვნენ ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები.