1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე ცნობით< ამ მიზნით, 1-ელი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია და მოქმედებს დროებითი მუნიციპალური პავილიონები.
„უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებ, დროულად მიმართონ აღნიშნულ პავილიონებს და დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები.
პავილიონები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:
წერეთლის გამზირი #118 (გამოფენა „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ)წერეთლის გამზირი #12ა-ს მიმდებარედწერეთლის გამზირი #116წერეთლის გამზირი #76წერეთლის გამზირი #48წერეთლის გამზირის #140 (დიდუბის მეტროს მიმდებარედ)წყალტუბოს ქუჩა #10აღნიშნული პავილიონები მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 9:00-დან 18:00 საათამდე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.