დაცული ტერიტორიების სააგენტო თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის აღდგენის პროექტს იწყებს. ინიციატივა bp-საქართველოს ფინანაური მხარდაჭერით განხორციელდება.
კეთილშობილი ირემი საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობაა და, დღეისათვის, გადაშენების კრიტიკულ ზღვარს მყოფი სახეობების კატეგორიაში შედის. მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მოხდება თბილისის ეროვნული პარკისთვის კეთილშობილი ირმის სახეობის აღდგენის გეგმის შემუშავება . პარკში კეთილშობილი ირმის დაბრუნება, მათი სხვა ტერიტორიებიდან გადმოყვანის გზითაა დაგეგმილი.