"ქართული ოცნება" საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რონ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაშია ჩართული, ვეტო კი მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გაგრძელებაა. რაც შეეხება მმართველი პარტიის ოპონენტების პოზიციას, ისინი ისევ იმეორებენ, რომ ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობამ შეიტანა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და პარტნიორების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ქართული ოცნება, მისივე საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, არჩევნებში მაინც დამარცხდება. ცნობისთვის, პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო ოფიციალურად დაადო, სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები უკვე პარლამენტშია.