აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ დაკოტას შტატში ჩატარებულ „რესპუბლიკელების“ კოკუსში გაიმარჯვა. ყოფილმა პრეზიდენტმა ჩრდილოეთ დაკოტაში იოლად დაამარცხა მისი უკანასკნელი კონკურენტი „რესპუბლიკური“ პარტიიდან, გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი. ჰეილიმ კვირას, ვაშინგტონში ჩატარებულ პრაიმერიზში გაიმარჯვა, დონალდ ტრაპმა კი მანამდე 8 კენჭისყრა მოიგო. როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, მოსალოდნელია ტრამპის დომინირება ე.წ. „სუპერ სამშაბათს“ დაგეგმილ კენჭისყრაშიც, როდესაც „რესპუბლიკური“ პარტია შიდა არჩევნებს 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩაატარებს.