„კორუფციის წინაარმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელობის გარანტიით იქნება დაცული. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია ის ჩანაწერი, სადაც ვკითხულობთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი ჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნება შესაძლებელი. ამ მოსაზრების პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა არა ბიუროს ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები, არამედ მისი დამოუკიდებლობაა. საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ პარტიაში და ამბობენ რომ მათ ოპონენტებს მთელი ამ დროის განმავლობაში ბიუროს ხელმძღვანელის არჩევის საკუთარი ხედვა არ წარუდგენიათ.