საქართველოში გერმანიის ელჩი, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს. პეტერ ფიშერი ამბობს რომ მნიშვნელოვანია პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, მისი თქმით საქართველოს მიღწეული აქვს დიდი პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და იმედოვნებს რომ ეს პროგრესი გაგრძელდება. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომელზეც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ამბობს რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. პეტერ ფიშერის თქმით, ქართველების გადასაწყვეტია, იპოვონ ისეთი გამოსავალი, რომელიც მათთვის დამაკმაყოფილებელი იქნება.