"ლელოს" ლიდერები აშშ-ის ელჩს შეხვდნენ. პირისპირ შეხვედრაზე არჩევნები ,წინასაარჩევნო გარემო და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ოპოზიციური პარტიის ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით ამერიკის ელჩი საქართველოში არსებულ ვითარებაზე კარგად არის ინფორმირებული და შტატები გადამწყვეტ არჩევნებს გამადიდებელი შუშით აკვირდება.