ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლამ ოპოზიციაში გარკვეული კითხვები გააჩინა. ოპონენტები ზურაბ აზარაშვილის განცხადებას, სადაც ის ჯანდაცვის სისტემაში მისი ყოფნის ორ წელს აფასებს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირების ლუსტრაციად მიიჩნევენ. თავად ამჟამინდელი პრემიერი ზურაბ აზარაშვილთან მიმართებით კომუნიკაციის პრობლემაზე მიუთითებს. ამასთან იუსტიციის მინისტრის სავარაუდო წასვლას, თავად რატი ბრეგაძე ეხმაურება, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ბრეგაძე მიიჩნევს რომ პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიმე მინისტრის შეცვლაზე არა ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერებს შორის დაპირისპირებაზე მიუთითებს, არამედ ეს არის პრემიერ-მინისტრისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.