საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო ოფიციალურად დაადო. ზურაბიშვილმა პარლამენტს ე.წ მოტივირებული შენიშვნები უკვე გაუგზავნა.პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში შეზღუდულია.მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადებიან და აცხადებენ რომ ზურაბიშვილი ჩართულია ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში. ოპოზიციაში კი ამბობენ რომ ოს ცვლილებები რაც საარჩევნო კოდექსში მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ პირდაპირ ეწინაარმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცეს.