მიზანშეწონილი იქნება, თუ ჩვენ მშიშრები არ ვიქნებით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩეხეთში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ევროპა სწორედ ამ მომენტს უახლოვდება.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპაში იმ მომენტს ვუახლოვდებით, როდესაც მიზანშეწონილი იქნება, თუ ჩვენ მშიშრები არ ვიქნებით“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ემანუელ მაკრონი პრაღაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან და პრემიერ-მინისტრთან, პეტრ ფიალასთან განიხილავს.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპის მიწაზე ომი დაბრუნდა და ზოგიერთი სახელმწიფო თავდასხმის საფრთხეს ზრდის, ამიტომ გამბედავი ქმედებებია საჭირო.
„საფრანგეთმა და ჩეხეთმა კარგად იციან, რომ ჩვენს მიწაზე ომი დაბრუნდა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო შეუჩერებელი გახდა და ჩვენზე თავდასხმის საფრთხეს ყოველდღიურად ზრდის. ჩვენ მოგვიწევს, რომ ისტორიის გამოწვევებს ვუპასუხოთ და იმ გამბედაობის შესაბამისად ვიმოქმედოთ, რომელსაც იგი მოითხოვს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.