ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია - შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას, პარლამენტიის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი, პირველი მოსმენით დაუჭირა. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ის საფუძველიც უქმდება, რომელიც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან იყო დაკავშირებული. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა არა ბიუროს ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები, არამედ მისი დამოუკიდებლობაა.