ლიბერთი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს - „ჩვენი ვეფხისტყაოსანის“ მხარდამჭერია. ლიბერთისა და განათლების კოალიციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ექსკლუზიური მხარდამჭერი გახდა. პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ ინიცირებული კამპანიაა, რომლის მიზანია ვეფხისტყაოსანის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით 2024 წელს მასწავლებლის ჯილდო გამოავლენს და საზოგადოებას წარუდგენს „ვეფხისტყაოსანის“ სწავლების გამორჩეული პრაქტიკის მქონე ლიტერატურის მასწავლებლებს, რომლებიც აქტიურად ჩართავენ მოსწავლეებს სწავლების პროცესში, შეაყვარებენ მათ ამ ნაწარმოებს და მის გააზრებაში დაეხმარებიან.