უძრავი ქონების კომერციული მიზნით გაქირავებისას ფიზიკური პიირი შესაძლოა, 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგროს. ამ ცვლილებას გულისხმობს „ევროოპტიმისტების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომლის საკომიტეტო განხილვებიც პარლამენტში იწყება.
„კანონპროექტის მიღების შედეგად ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის არასაცხოვრებელი (კომერციული) მიზნით გაქირავებისას, მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით, ნაცვლად 20%-ისა. კანონპროექტის თანამხმად, 5%-ით დაიბეგრება ასევე ფიზიკური პირის არასაცხოვრებელი (კომერციული) ფართობის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალიც. აქედან გამომდინარე, კანონპროექტი ამცირებს დაბეგვრის განაკვეთს ფიზიკურ პირთა მიმართ, რაც მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათია მათთვის. ანალოგიური შეღავათი გავრცელდება ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების იჯარით გადაცემისას მისაღებ შემოსავალზეც,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტის თანახმად, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.