ბანკების მომგება წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა მოგების უდიდესი წილი მხოლოდ ორ ბანკზე მოდის. კომერციულმა ბანკებმა 2023 წელი ორი მილიარდ 715 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურეს, ეს კი წინა წლის მაჩვენებელს თითქმის 625 მლნ ლარით აღემატება. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბანკების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გასულ წელს მოგების 87,6% ორმა ბანკმა - საქართველოს ბანკმა და თიბისიმ გადაინაწილეს. 15 ბანკიდან სამი - ზარალზე გავიდა. კომერციული ბანკებს შორის წმინდა მოგების სიდიდით საქართველოს ბანკი ლიდერობს, რომლის წილად მილიარდ სამას მილიონ ლარზე მეტი მოგება მოდის, შემდეგ პოზიციაზეა თიბისი, რომლის წმინდა მოგება მილიარდ ლარს მცირედით აჭარბებს, მოგების სიდიდით მესამე ადგილზე კი ლიბერთი ბანკია.