შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 20 პირი, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 4 პირის მიმართ, 2 კი მხილებულია. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.