კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ. აღნიშნული ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. მათ შორის განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია და ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა ამ რეფორმამ გამოიწვია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არათუ პრემიერ-მინისტრმა, არამედ პარლმანეტმა უნდა აირჩიოს. „ქართულ ოცნებაში“ კი ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ.