კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, საქართველოს ICT ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, ქვეყნის ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის საჭირო ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ჰარმონიზებული სარეგულაციო ჩარჩოსა და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით აქვს უპირატესობები, თუმცა, ამავდროულად, მრავალი გამოწვევაც არსებობს. კერძოდ, კომისიის წევრი აცხადებს, რომ საქართველოში მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი მოცულობა თუ სიჩქარე, ასევე მაღალი ფასები, ქართველი აბონენტებისთვის, განსაკუთრებით კი იურიდიული პირებისთვის შემზღუდველია, რაც ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ინვესტორთა მოზიდვაზე უარყოფითად აისახება. ეკატერინე იმედაძის განმარტებით, ამ პრობლემების დასაძლევად კომუნიკაციების კომისია ბაზრის კომპლექსურ კვლევას ახორციელებს.