ოკუპანტებმა ოდესისკენ დრონები გაუშვეს, რის გამოც უკრაინულ ქალაქში საჰაერო განგაში 3-ი საათის განმავლობაში გაგრძელდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შავი ზღვიდან ოდესის მიმართულებით რამდენიმე დრონი მიემართებოდა, მოგვიანებით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსებმა დრონები ფონტანკის მიმართულებითაც გაუშვეს. მედიის ცნობით, დასახლებებზე "შაჰედებით" თავდასხმის რამდენიმე ტალღა განხორციელდა და ასევე აფეთქებების ხმა ისმოდა. 3-საათიანი განგაშის შემდეგ უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე აღმოიფხვრა.