ნიკა მელიამ თავისი ახალი პარტიის საარჩევნო ნომერი გაასაჯაროვა. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, 2024 წლის არჩევნებზე ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად , გარდამტეხი ცვლილებები მოხდება. მელიას განცხადებით, მას მჯერა, რომ 4-იანი უახლოეს მომავალში, გახდება ბრძოლისა და გამარჯვების, წარმატებისა და პროგრესის სიმბოლო, რომელიც დიდი ხნით დაიმკვიდრებს თავს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.