„როიტერის“ ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს 8 მარტს ფლორიდაში შეხვდება. ამასთან, რამდენიმე კვირის წინ ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა. უნგრეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი პირის პოსტს, სწორედ დონალდ ტრამპი დაიკავებს.