პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ქვეყანა გეგმავს, ევროკავშირს რუსეთისა და ბელარუსის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე სანქციების დაწესება სთხოვოს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარეს რეზოლუციის წინადადებით მიმართა, რომელიც ევროკომისიას, რუსეთისა და ბელარუსის სურსათის პროდუქტებზე სრული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებები ცალკეული ქვეყნების მიერ შემოღებულ ზომებზე უფრო ეფექტური იქნება. ტუსკმა, აღნიშნული განცხადება ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. თავის მხრივ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვილნიუსი ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.