უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყნის ბიზნესი და ბაზარი მილიონზე მეტი დრონის წარმოებისთვის უკვე მზად არის, მთავრობამ კი წარმოების ორგანიზებისთვის დაახლოებით 40 მილიარდი გრივნა გამოყო.შმიგალმა, ასევე, განმარტა, რომ მთავრობა ახლა უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის შესაძენად საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებს გამოყოფს. მისივე თქმით, მთავარი მიზანი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანხების 50%-ის უკრაინელი მწარმოებლებისგან შესყიდვებზე მიმართვაა.