გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერას იმსახურებენ. ბერბოკის თქმით, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, ევროპაში კი „რუხი ზონები“ აღარ უნდა დარჩეს. მისივე თქმით, ფლანგების ჩასაკეტად, რომელთა გამოყენებაც რუსეთს საკუთარი დესტაბილიზაციური, დეზინფორმაციული და შეღწევის პოლიტიკისთვის შეუძლია, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მედეგობის განმტკიცებაში მხარს დაუჭერს.