საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონეთისა და ჩინეთის ელჩებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა პოლონელ დიპლომატთან თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებსა და უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ ჩინეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ასევე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. მინისტრმა ელჩებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.