თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული ორი პირის, ალი ბალაძისა და მამუკა ბერიძის საქმის განხილვა დასრულდა. პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ტარდება. დღევანდელი სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე რომელიც თავადაც ბრალდებულია, მან სასამართლოში ორი ბრალდებულის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენაბა მისცა.