თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის პრეზიდენტი ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.