ჯანდაცვის მინისტრის სავარძლის დატოვების შემდეგ ზურაბ აზარაშვილი პირველ საჯარო განცხადებას ავრცელებს. ყოფილი მინისტრი მუშაობის განვლილ 2 წელს აჯამებს, ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს კი ნდობისთვის მადლობას უხდის. გავრცელებულ წერილში ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის სფეროში მძლავრი ბიზნეს ინტერესების მქონე ჯგუფებზეც საუბრობს. აზარაშვილი აცხადებს რომ გეგმა რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით არსებობდა, მისი აზრით ყველაზე მეტად ეფექტური იქნებოდა. სამთავრობო გუნდში არსებული ცვლილებების შესახებ საკუთარი ხედვა აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მხოლოდ მინისტრის ცვლილება ჯანდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს.