გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა.