შვეიცარიის მოქალაქეებმა საკუთარ თავს მე-13 პენსია დაუნიშნეს. საკითხს ქვეყნის მოქალაქეებმა მხარი საყოველთაო რეფერენდუმზე დაუჭირეს. მიუხედავად მთავრობის გაფრთხილებისა, რომ პენსიის დანიშვნა ბიუჯეტს ძალიან ძვირად დაუჯდება, მოქალაქეთა 60%-ზე მეტმა რეფერენდუმზე პენსიის შესახებ დასმულ კითხვას მაინც დადებითი პასუხი გასცა. პენსიის გაზრდის ინიციატივა შვეიცარიის პროფკავშირებს ეკუთვნოდა, თუმცა მას მთავრობა, პარლამენტი და ბიზნესსექტორი არ დაეთანხმა. რეფერენდუმის შედეგს პროფკავშირებმა ისტორიული გამარჯვება უწოდეს. შეგახსენებთ, შვეიცარიაში პენსია თვეში 2 250 ევროა, თუმცა მოქალაქეების განცხადებით, ის ქვეყანაში საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად საკმარისი არაა. განსაკუთრებით მაღალი სავალდებულო დაზღვევის გადასახადია, რის გამოც მოხუცებს მისი გადახდა უჭირთ. ამიტომ ბევრ შვეიცარიელს 70 წლის მიღწევის შემდეგაც მუშაობა უწევს. შეგახსენებთ, შვეიცარიის მოქალაქეები ყოველ წელს იღებენ მე-13 ხელფასსაც, რომელიც მათ ნოემბერში ერიცხებათ.