პარტია ,,ანა დოლიძე-ხალხისთვის” ლიდერმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “სასამართლო რეფორმის 6 პუნქტიანი გეგმა შეიტანა. ანა დოლიძის განცხადებით, ქართული მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებელი არ არის. როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, წარმოდგენილი 6 პუნქტიანი გეგმის მთავარი ამოცანაა აღმოიფხვრას ე.წ კლანის არსებობის პრობლემა და სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლდეს.