საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გაუჩინარებული არასრულწლოვნები პოლიციამ იპოვა. მათ სამართალდამცველები და ოჯახი 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
სად იმყოფებოდნენ მოზარდები და რა გახდა სახლიდან წასვლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
სოფელში ჰყვებიან, რომ 13 წლის გოგო და 16 წლის ბიჭი მეზობლები არიან და მათ ერთმანეთი უყვართ.
ფაქტზე გამოძიება 143-ე - თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.