ოპოზიციონერი დეპუტატები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან, რომ მმართველ პარტიას შემოწირულობის მიღება სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული იმ კომპანიებისგან აეკრძალოს, რომლებმაც წელიწადის განმავლობაში შესყიდვებში ერთ მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებით, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიის მიმართ კორუფციული გარიგების საფუძველზე მოპოვებული ფინანსური შემოწირულობის მიღება აიკრძალება.