BBC-ის ინფორმაციით, ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის მთავარ ციხეში შეიარაღებული ჯგუფები შეიჭრნენ და 4 000-მდე პატიმრიდან თითქმის ყველა გაათავისუფლეს. დაკავებულთა შორის იყვნენ იმ ბანდის წევრებიც, რომელთაც ბრალი 2021 წელს პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობაში ედებოდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად როგორც პატიმრებს, ასევე პოლიციელებს შორის, დაღუპულები და დაშავებულები არიან. ჰაიტიში მდგომარეობა ხუთშაბათს გაუარესდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ნაირობიში გაემგზავრა, რათა ქვეყანაში კენიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული უსაფრთხოების ძალების გაგზავნის საკითხი განეხილა. ბანდის ლიდერმა, ჯიმი შერიზიემ მის გადასაყენებლად კოორდინირებული თავდასხმა გამოაცხადა.