დონალდ ტრამპის ერთადერთმა კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ “რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების თანახმად, ჰეილიმ, ხმების 62.9%, ყოფილმა პრეზიდენტმა კი - 33.2%-ი მოიპოვა. დონალდ ტრამპმა დღემდე 8 პრაიმერიზში მათსორის, მიჩიგანში, მისურისა და აიდაჰოს შტატებში გაიმარჯვა, რითაც საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ კანდიდატობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ცნობისთვის, 5 მარტს ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც "რესპუბლიკელების" შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება.