პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანჯეი შეინის განცხადებით, „მწვანე შეთანხმების“ ნაწილისგან გათავისუფლებისთვის, ქვეყანა ევროკომისიის ხელმძღვანელთან არაფორმალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისივე თქმით, ევროკომისიამ, შესაძლოა, პოლონეთისთვის, გამონაკლისი დაუშვას. შეინის განმარტებით, მიმდინარე მოლაპარაკებები, როგორც „მწვანე შეთანხმებას“, ასევე პროდუქტების ნაკადსაც ეხება. როგორც მან აღნიშნა, 28 მარტს უკრაინულ მხარესთან კონსულტაციების დროს ე.წ საზღვრის პრობლემა აღარ იარსებებს. აქამდე, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონელი ფერმერები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ექვს მიმართულებას ბლოკავენ და რიგში 2-ი ათასზე მეტი სატვირთო მანქანა დგას. თებერვლის ბოლოს პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კიევთან საზღვრის დროებით დაკეტვისა და ორმხრივი ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. უკრაინის სავაჭრო წარმომადგენელმა, ტარას კაჩკამ ეს ინფორმაცია უარყო.