ფინეთი, ნატო-ს წევრის სტატუსით ალიანსის თავდაცვით წვრთნებში მონაწილეობას, პირველად მიიღებს და აღნიშნული სწავლება დღეს, 4 მარტს დაიწყება. წვრთნები ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში ჩატარდება. ის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მანევრებს მოიცავს, რომელშიც მონაწილეობას 14 ქვეყნიდან დაახლოებით 20 000 სამხედრო, მათ შორის 4 100 ფინელი ჯარისკაცი მიიღებს. წვრთნებში ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების 100-ზე მეტი, მათ შორის მოიერიშე, სატრანსპორტო და სადაზვერვო თვითმფრინავები, აგრეთვე, სხვადასხვა ტიპის შვეულმფრენები ჩაერთვებიან.