ისრაელის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზას სექტორიდან მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებისთვის კაიროში დელეგაციას არ გააგზავნის. როგორც მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი CNN-თან ანონიმურად აცხადებს, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის დელეგაცია ეგვიპტეში არ გაეგზავნათ, პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, „მოსადის“ დირექტორთან, დევიდ ბარნეასთან კოორდინაციით მიიღო. ამასთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ მათი დელეგაცია კაიროში ჩავიდა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა შაბათს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზას სექტორში 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას ფაქტობრივად დაეთანხმა.