მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ამჯერად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მხარდამჭერებს ზუგდიდში შეხვდნენ. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება, ამიტომ, ისინი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის შეწყალების უფლების გამოყენებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.